“ეს არ იყო ბრძლოა გადარჩენისთვის. არც ვინმეს დამარცხებისთვის. ეს იყო ბრძოლა გამარჯვების გარეშე.”

ნატო დავითაშვილი

ნატო დავითაშვილი - “ეს არ იყო ბრძლოა გადარჩენისთვის. არც...” 1

Similar quotes

“ერთი წამით სიკვდილის ლანდი ჩამოემხო ბერიკაცს,ეს სიკვდილი არც ბოროტებას უქადდა,არც რაღაც ისეთს,ადრე თავზარს რომ სცემდა ხოლმე.არყოფნის შეგრძნება ამ სათლში არეკლილ ნათელ ცასავით ჩუმი,სასურველი და უშფოთველი იყო,.ო,რა ნეტარი ლტოლვით ეწადა განდგომა ამ მშფოთვარე ყოფნის ცოდვებს,სატანჯველს და სიკვდილის ჩრდილქვეშ მინებებოდა ძილს,იმ უსიზმრო ძილს,მხოლოდ უცოდველ ბავშვებს რომ ეწვევათ ხოლმე.ცხოვრებამ ქანცი გაულია.უფრო სწორად,ამ მრავალ ათწლეულში მოყოლებულმა ხელოვნებით ტანჯვამ დაუწრიტა უკანასკნელი ძალა და ღონე..”

Ryunoske Akutagawa
Read more

“საბჭოთა რეჟიმის დამყარებისას საქართველოში არ მოიძებნებოდა პარტიის არც ერთი წევრი, რომელიც საქმიანობის ორგანიზებას ან წარმართვას შეძლებდა. ეს დავალება უმეტესად საეჭვო და ზოგჯერ, კრიმინალურმა ელემენტებმა შეასრულეს.[მოსკოვში რუსეთის კომუნისტური პარტიისთვის, 1921 წლის 6 დეკემბერს გაგზავნილი ანგარიში]”

ფილიპე მახარაძე
Read more

“თუმცა მაშინაც იყვნენ ადამიანები,რომელთათასთვისაც სამშობლო უპირველესი საზრუნავი გახლდათ და მერეც,მე-20 საუკუნეში,უკვე ხელმეორედ,ბოლშევიკური რუსეთის მიერ დაპყრობილ საქართველოში,მაინც ცოცხლობდნენ და კვდებოდნენ ადამიანები,რომელთაც წამდათ,რომ თავისუფლებას ალტერნატივა არ გააჩნია და საქართველო ადმინისტრაციული ან გეოგრაფიული ერთეული კი არა,დაპყრობილი სამშობლოა.მაშინაც,საბჭოთა საქართველოშიც,1924 წლის შემდეგ,როცა იარაღით ხელში აღარავინ იბრძოდა,მაინც არსებობდა ეროვნული მოძრაობა და ჩემთვის ეს მოძრაობა ფიროსმანიც იყო და ვაჟა-ფშაველაც,დავით კაკაბაძეც და პავლე ინგოროყვაც,ევგენი მიქელაძეც და ავთო ვარაზიც,გურამ რჩეულიშვილიც და მერაბ კოსტავაც-ადამიანები,რომლებსაც სძულდათ კომპრომისები და უყვარდათ სამშობლო,პატარა და ერთადერთი საქართველო,რომლისათვისაც მათი აზრით,წამებაც ღირდა და მსხვერპლიც.ჩვენ ვიცოდით,რომ ასეთი კაცი იყო მერაბ კოსტავა-ადამიანი,რომელიც შორეული ციმბირის ბანაკში იჯდა და არ ტყდებოდა....”

David Turashvili
Read more

“თქვენ კი ამბობთ, ვიღუპებითო. რაღა დროსია?! კარგახნის დაღუპულები ვართ უკვე. დიდხანს ვეცემოდით და დაცემას დაცემამდე, ჰაერშივე შევეჩვიეთ, რის გამოც სრულებით აღარ გაგვჭირვებია არარსებობის, უუფლებობის, უსახელობის ორმოს ფსკერზეც ჩვეულებრივად გაგვეგრძელებინა ცხოვრება - მივმდგარ-მოვმდგარიყავით, გაგვეხედ-გამოგვეხედა, გავმძვრალ-გამომძვრალიყავით, ოჯახს მოვკიდებოდით, სამსახურში ჩავმდგარიყავით, მოკლედ, ალღო აგვეღო ორმოს წეს-ჩვეულებებისათვის და, თქვენ წარმოიდგინეთ, სხვაგვარად ცხოვრება აღარც შეგვიძლია. ჩვენთვის თავისუფლება იგივეა, რაც სხვისთვის მონობა. ეს არის ყველაზე დიდი ბოროტება, რაც უმტკივნეულო დაცემამ მოგვიტანა. მაგრამ, კიდევ კარგი, არ ვიცით. არც ეს ვიცით. როცა იცი, იტანჯები კიდეც.ცოდნა გაწვალებს, განამუსებს. ხოლო, როცა არ იცი, ხარ შენთვის არხეინად”

ოთარ ჭილაძე
Read more

“წითელი არმიის შემოსვლა და საქართველოში საბჭოთა ძალაუფლების დამყარება გარეგნულად საბჭოთა ოკუპაციას ჰგავდა, რადგან ქვეყანაში არ ჩანდა ისეთი ძალა, რომელიც მზად იყო აჯანყებაში ან რევოლუციაში მონაწილეობის მისაღებად. საბჭოთა რეჟიმის დამყარებისას საქართველოში არ მოიძებნებოდა პარტიის არც ერთი წევრი, რომელიც საქმიანობის ორგანიზებას ან წარმართვას შეძლებდა. ეს დავალება უმეტესად საეჭვო და ზოგჯერ, კრიმინალურმა ელემენტებმა შეასრულეს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქრათველოში მასები შეეჩვიენ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას. გულახდილად თუ ვიტყვით, თავდაპირველად ჩვენ გარეგნულად მაინც სწორი მიდგომა შევიმუშავეთ - ვაცხადებდით, რომ საბჭოთა რუსეთი არ აპირებდა საქართველოსთვის დამოუკიდებლობის წართმევას. აუტანელო სიტუაციაა, წარმოუდგენელია მასების მოტყუება პოლიტიკურად, განსაკუთრებით კი ქართველო ხალხის მოტყუება, რომელმაც ბოლო წლებში საშინელ გამოცდას გაუძლო. ჩვენ განვაცხადეთ, რომ დამოუკიდებელი საქართველოსთვის ვიღწვოდით, მაშინ როცა თანმიმდევრულ ნაბიჯებს ვდგავდით ამ პირობის დასარღვევად.[მოსკოვში რუსეთის კომუნისტური პარტიისთვის, 1921 წლის 6 დეკემბერს გაგზავნილი ანგარიში]”

ფილიპე მახარაძე
Read more