“დამდეგი წელიწადი უსათუოდ ნაყოფიერი უნდა გამოდგეს, განზრახული მაქვს სამი მოთხრობა დავწერო. გარდა ამისა, ვინაიდან მე ცხოვრების საკმაოდ ჭრელი გზა განვლე და უამრავი მასალა დამიგროვდა, განვიზრახე მკითხველსაც გავუზიარო იგი, ე.ი. ჩემი მოგონებები დავწერო სათაურით „დილიდან საღამომდის.“ ზოგი მეგობარი მეუბნება მემუარების წერა ადრეა, 70 წლისა რომ შესრულდები, მაგას მაშინ შეუდექიო. მე უკვე 56 წლისა შევსრულდი და ვგრძნობ, რომ უკვე მეხსიერება მღალატობს, ამიტომ დაგვიანება ჩემს მემუარებს უეჭველად დააზარალებს. ესეც რომ არ იყოს, არავინ მიდგება თავდებად, რომ 70 წლამდე გავძლებ და ამ საქმის შესრულებას შევძლებ, ამიტომ მეჩქარება, თორემ თვითონ მკითხველმაც ბედნიერად იცოცხლოს და იშრომოს, რამდენსაც ის ახალი წლის გამო თავის საყვარელ მწერლებს და მახლობელ ამხანაგ-მეგობრებს უსურვებს.”

მიხეილ ჯავახიშვილი

მიხეილ ჯავახიშვილი - “დამდეგი წელიწადი უსათუოდ ნაყოფიერი...” 1

Similar quotes

“მე დღეს არ მეგულება არც ერთი ნორმალური სახელმწიფო თავისი ჭკუათმყოფელი პარლამენტით, რომ რომელიმე გაერთიანების წევრი არ იყოს. ვერაფერ ტრაგიზმს მე ვერა ვხედავ იმაში, რომ "სნგ"-ს გაერთიანებაში შევიდეთ. რაც შეეხება დადებით მხარეს ამ ნაბიჯისა, მე ბევრს ვხედავ და ბევრი იყო ნათქვამი და აღარ გავიმეორებ. მაგრამ მინდა გავამახვილო ყურადღება იმაზე, რაც აქ ითქვა უკვე. აი უარი ვთქვით ჩვენ და არ შევედით, არ მოვაწერეთ ხელი ამ ხელშეკრულებას, რა იქნება მერე? ამას დავუფიქრდეთ კარგად. (ყვირილი დარბაზში). რამდენიც არ უნდა იყვიროთ, მე ისეთი კაცი ვარ, რომ ჩემს სათქმელს მაინც ვიტყვი, იყვირეთ რამდენიც გინდათ. საერთოდ მე ვთვლი, რომ უკვე ყველაფერი ნათქვამია, ალბათ საჭიროა შევწყვიტოთ კამათი და ვუყაროთ კენჭი ამ საკითხს. გმადლობთ.[1.03.1994: СНГ -ში შესვლის თაობაზე კენჭისყრის წინ პარლამენტში გამომსვლელთა სტენოგრაფიული ჩანაწერები]”

ჭაბუა ამირეჯიბი
Read more

“ამ ტერიტორიებს ჩვენ რუსეთი არ დაგვიბრუნებს. არ დაგვიბრუნებს, როგორც გითხარით იმისათვის, რომ ჩვენ [თავისუფლების სურვილის გამო] დასჯილი ვართ და ამ სასჯელმა უნდა გვასწავლოს ჭკუა ერთხელ და სამუდამოდ”

აკაკი ბაქრაძე
Read more

“ამის მადლი და სილამაზე არ დაგვიწყებოდეთ. ქვეყნის სიყვარულს საყველპუროდ და საარშიყოდ ნუ გაიხდით, სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ, სამშობლო ტაძარია სალოცავი. მუხლზე დაჩოქილი უნდა იდგე მის საკურთხეველთან, ცალი ხელით პირჯვარს უნდა იწერდე, მეორეთი კი ხმალს იქნევდე, ეშმაკები რომ არ დაეპატრონონ... და კიდევ ერთი, შესაწირავის მიტანა ვერავინ უნდა მოგასწროს ამ ტაძართან.”

Nodar Dumbadze
Read more

“ყველა ერი თავის ცეცხლს უკეთებს და თავის კერძს ჩასცქერის და სხვისთვის ხეირი იმდენად უნდა, რამდენადაც თავად გამოადგება იგი. მხოლოდ ერთ ნაწილს ქართველებისას არ სწამს, რომ ეს ასეა. რუსეთისაგან ისინი მოელიან წყალობას. აბა საიდან სადა? ნუთუ რუსეთი არ არის საშიში მეზობელი ჩვენთვის? ნუ ჰგონიათ,რომ ბატონობის მისწრაფება და სურვილი დამონებულ მცირე ერებისა შეუმცირდება რუსეთს? არა და ცხრაჯერ არა... აპეკუნობა, რაც უნდა კარგი აპექუნი იყოს იგი, აჩლუნგებს ერის ძალღონეს, თვითცნობიერებას”

ვაჟა-ფშაველა
Read more

“მეგობარი" რუსეთი ტარას ბულბასავით ეუბნება საქართველოს: მე გაგაერთიანე და მევე დაგანაკუწებ. ქართული პოლიტიკოსების დიდი ნაწილი კი ალერსიანად შესციცინებს თვალებში რუსეთს და ყმური ერთგულებით უდასტურებს _ მართალი ბრძანდებითო. ადამიანი ან უზომოდ ემინი უნდა იყოს ან უნუგეშოდ აბუეტი, რომ დაიჯეროს რუსეთს საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა ეოცნებებაო. რუსეთი იყო საქართველოს მტერი და ასეთად დარჩება მანამ, სანამ საბოლოოდ არ ირწმუნებს, რომ მისი დიდი იმპერია ერთხელ და სამუდამოდ დაიშალა. როცა ამას დაიჯერებს, მერე აირჩევს კეთილმეზობლურ ურთიერთობას, მანამდე კი არა. მანამდე ისევ ძველებურ იმპერიულ პოლიტიკას გააგრძელებს.”

აკაკი ბაქრაძე
Read more