“ცხადი გახდა, რომ სტურუა დაქირავებული რეჟისორი შეიქნა. დაქირავებულთან კი მე არაფერი მესაქმებოდა. ... როცა ნიჭიერი თუ უნიჭო რეჟისორი თავის თავისუფლებას ცკ-ს დაქირავებაზე გაცვლის, იგი უკვე მკვდარია. მისგან ცოცხალი აღარაფერი გამოვა. ახლა სტურუა მხოლოდ იმ შეკვეთაზე უნდა ფიქრობდეს, რომელიც შევარდნაძისაგან მიიღო. ამგვარი წარმოდგენის დადგმა მას გაუჭიდება იმიტომაც, რომ იგი ცინიკოსია ბუნებით და პანეგირისტული წარმოდგენა ძნელად გამოუვა. ეს ობიექტურად. სუბიექტურად კი მას შევარდნაძე სთხოვს – დადგას წარმოდგენა, რომლის გმირი თავად შევარდნაძე იქნება. შევარდნაძეს ისევე უნდა უმღეროდნენ, როგორც სტალინს და ბერიას უმღეროდნენ, მაგრამ ამას აშკარად ვერ ბედავს, რამეთუ ჯერჯერობით მოსკოვის ცკ არ ითხოვს ამას. ამიტომ ალეგორიულად უნდა ილაპარაკონ ამაზე. ისე, როგორც რ.ჩხეიძე აკეთებს თავის ფილმში. მაგრამ რ.ჩხეიძე იძულებულია ეს გააკეთოს, რადგან ეშინია, მისი შვილი თამრიკო არ დაიჭირონ, როგორც დისიდენტი. სტურუას რისი ეშინია, შინ კატაც კი კომუნისტი (ბოლშევიკი) ჰყავს! მაშასადამე, ლაქიობა მისი ბუნებაა.”