“ჩვენში ასე იციან, ადამიანს პატივს რომ სცემენ, მის ცოცხალსაც და მკვდარსაც სცემენ პატივს.”
“ქვესკნელში სიმშვიდის დიდებულებას ვერ შეიცნობ, ჭაობად გესახება და სულს გიხუთავს. იქაური სიმშვიდე ნგრევისკენ გივიძგებს. თითქოს ამ ნგრევას, ბოლოს მაინც სიმშვიდე არ მოსდევდეს, ოღონდ მკვდარი და უკაცრიელი სიმშვიდე”
“ეს არ იყო ბრძლოა გადარჩენისთვის. არც ვინმეს დამარცხებისთვის. ეს იყო ბრძოლა გამარჯვების გარეშე.”
“ამის მადლი და სილამაზე არ დაგვიწყებოდეთ. ქვეყნის სიყვარულს საყველპუროდ და საარშიყოდ ნუ გაიხდით, სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ, სამშობლო ტაძარია სალოცავი. მუხლზე დაჩოქილი უნდა იდგე მის საკურთხეველთან, ცალი ხელით პირჯვარს უნდა იწერდე, მეორეთი კი ხმალს იქნევდე, ეშმაკები რომ არ დაეპატრონონ... და კიდევ ერთი, შესაწირავის მიტანა ვერავინ უნდა მოგასწროს ამ ტაძართან.”
“მოდიოდნენ ჩვენში მეთაურად ვიღაც სრულიად უცნობი და უზრდელი კინტოები. არავინ იცოდა, თუ ვინ იყვნენ, საიდან მოსული, რა რჯულის ან აზრის, სახელი რა ერქვათ, გვარი მათი რა იყო, როგორი წარსული ჰქონდათ. “ამბოხება დავიწყოთო” – დაიძახებდნენ და ყველა მათ გაჰყვებოდა, თითქოს თხას – ცხვრის ფარა. ჭკუაში არავის მოსვლია, მოეთხოვა მათგან ან ახსნა, ან ცოდნა, ან სიმტკიცე. იფარფაშებდნენ, სანამ გასაჭირი არ მოახლოვდებოდა და მაშინ კი მოქუსლავდნენ და გაჰქრებოდნენ. გინახავთ სადმე სხვა ერი, ასე მჩატედ რომ გაჰყოლოდეს პროვოკატორს?”
“ახალი განსაცდელი გვედგა კრიჭაში. შესაძლებელი იყო ჩვენის ცხოვრების ღონისძიება მიგვღებიყო, გამქრალიყო და ყველამ ერთად საჭიროდ ჩავთვალეთ ერთმანეთისთვის ხელი მიგვეცა და ერთმანეთისთვის მეზობლურად გაგვეძლებინებინა. ჯიბიდან ამოვიღეთ ყველამ, უკიდურესად გაქესატებულ ჯიბიდან, რაღაც საცოდავი ხუთ-ხუთი მანეთი და ასე ფულს საკმაოდ ბევრს მოვუყარეთ თავი. ასე დავადგინეთ, ასე ავიშენეთ ბანკი, რომელიც ორმოცის თუ სამოცის ათასის თუმნის ტრიალით ყველას მოგვიხერხებდა გაჭირვებაში ხელის გამართავს. ასე ვიმედოვნებით იმ საშინელის განსაცდელის აცილებას, რასაც მაშინ უშიშარნი სწორედ შევუშინდით.”
“დღევანდელ ქართველ მწერალს რწმენა აკლია, და კრიზისის სათავეც სწორედ აქ არის. რასაც ამბობს, არა სჯერა და რაცა სჯერა, ვერა სწერს. როცა სატირალი აქვს, იცინის და სადაც ეცინება, სტირის. ამიტომ არის მისი პათოსი ყალბი და მჩატე. მოჰგლიჯეთ პირიდან ბოქლომი და ნახეთ: ისე ატირდება, რომ მისი ცოდვით ქვაც კი დადნება და ისეთ ლოცვას იტყვის, რომ ღვთისმშობელსაც კი გააცოცხლებს.”