“ინტელექტუალურ თავისუფლებას არაფერი შეედრება დედამიწის ზურგზე. რა სჯობს, როდესაც ხვების სიტყვების გამეორება არ გიწევს და თავად აფასებ მოვლენებს”
“- ღმერთი მიტო გვწამს, რო თვალით არ გვინახავს და არ ვიცით, რა არის, თვარა, ახლა რო მაცხოვარი გამოგვეცხადოს - იდიდოს მისი სახელი - და გამოგველაპარაკოს, გიჟია-თქვა ვიტყვით და ქე შევაქცევთ ზურგს.”
“მთავარი ის კი არ არის ჩადენილის გამო ვწუხვართ თუ არა, არამედ ის თუ რა ვისწავლეთ მომხდარისგან და რას ვაპირებთ ახლა, როცა ვწუხვართ”
“მოდიოდნენ ჩვენში მეთაურად ვიღაც სრულიად უცნობი და უზრდელი კინტოები. არავინ იცოდა, თუ ვინ იყვნენ, საიდან მოსული, რა რჯულის ან აზრის, სახელი რა ერქვათ, გვარი მათი რა იყო, როგორი წარსული ჰქონდათ. “ამბოხება დავიწყოთო” – დაიძახებდნენ და ყველა მათ გაჰყვებოდა, თითქოს თხას – ცხვრის ფარა. ჭკუაში არავის მოსვლია, მოეთხოვა მათგან ან ახსნა, ან ცოდნა, ან სიმტკიცე. იფარფაშებდნენ, სანამ გასაჭირი არ მოახლოვდებოდა და მაშინ კი მოქუსლავდნენ და გაჰქრებოდნენ. გინახავთ სადმე სხვა ერი, ასე მჩატედ რომ გაჰყოლოდეს პროვოკატორს?”
“თავდაპირველად ის არის, რომ გულთან არაფერი მიიკარო-ამბობდა კესტერი-რასაც მიიკარებ, მიიღებ, მის შენარჩუნებასაც ეცდები. შენარჩუნება კი არაფრისა არ ვარგა.""ღამე ცივილიზაციის წყლულების წინააღმდეგ მიმართული ბუნების პროტესტია!""ჩვენ ყველანი ილუზიებითა და ვალებით ვცხოვრობთ.-ილუზიები წარსულიდან და ვალები მომავლიდან,""ადამიანი ყოველთვის დიდია თავისი განზრახვებით და არა ნათი განხორციელებით. სწორედ ამით არის იგი მომხიბვლელი.""მუშაობა საშინელი სიშმაგეა. ჩვენ შრომას ვეძლევით იმ მარადიული ილუზიით,რომ შემდეგ ყველაფერი სხვაგვარად გოგვევლინება. არასოდეს არაფერი არ შეიცვლება და ყოველივე ის, როგორადაც ადამიანები თავის ცხოვრებას აწყობენ, ჭეშმარიტად სასაცილოა.""არარაობა ის სარკეა, რომელშიც ასახულია მთელი სამყარო.""სიბრალული ყველაზე უსარგებლო რამაა ამქვეყნად.-სიბრალული ნიშნის მოგების მეორე მხარეა.""...ყოველივე უაზრობაა და ჩვენც აზრის გამო არ ვცოცხლობთ ამქვეყნად.”
“არაფერი ისე არ ამძიმებს ადამიანს, როგორც ცარიელი თავი”