“დღევანდელი ქართული მწერლობა, ხელოვნება და მეცნიერებაც, მეტად მცირე გამონაკლისის გარდა, მოსკოვის ნაბუშარია. საკუთარი ქართული სული იშვიათად მოსჩანს სადმე. მხოლოდ სრულ თავისუფლებას შეუძლიან ეს უცხო სისხლი მოგვაშოროს. მხოლოდ ქართულის ფოლადურ რომანტიკას შეუძლიან სავსებით განგვკურნოს, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ ჩვენს ირგვლივ და ჩვენს სულიერ-ფიზიკურ ცხოვრებაშიც ნამდვილი გამაჯანსაღებელი კატაკლიზმი მოხდეს - „ჩვენ კი - ჩვენ ჩვენ თავს არ ვეყუდნით“ და ამიტომ მოლოდინის მეტი აღარა დაგვრჩენიარა.”

მიხეილ ჯავახიშვილი

მიხეილ ჯავახიშვილი - “დღევანდელი ქართული მწერლობა...” 1

Similar quotes

“ამ ტერიტორიებს ჩვენ რუსეთი არ დაგვიბრუნებს. არ დაგვიბრუნებს, როგორც გითხარით იმისათვის, რომ ჩვენ [თავისუფლების სურვილის გამო] დასჯილი ვართ და ამ სასჯელმა უნდა გვასწავლოს ჭკუა ერთხელ და სამუდამოდ”

აკაკი ბაქრაძე
Read more

“ქვეყნის დაარსებითგან მამულსა ჩვენსა აქვნდა თავისი საკუთარი მდგომარეობა, აქვნდა თავისნი რჯულნი, თავისნი სარწმუნოება, თავისი ენა და თავისი ჩვეულება, ჰყვანდა ყოველსა დროსა საკუთარი თავისი ხელმწიფე და არასოდეს არ იყო მოკიდებული სხვასა ზედა და არცა მონა, ვითარცაა აქ არს მამული ესე ჩვენი. და ჩვენი ხმა, სახელი და მამაცობა წინაპართა ჩვენთა ყოველთვის ჰქუხდა და აღავსებდა მსოფლიოსა. მტერი მარადის მოწყლულ იყო და დამხობილ მათგან. ხოლო აწ ხედავთა დამხობასა და არარაობასა მამულისა ჩვენისასა? ჰგრძნობთა შეიწროებასა ყოვლისა კაცისასა?! რაისთვის არს ესე ესრეთ? ნუ უკვე ჩვენ არა ვართ შვილი მამა-პაპათა ჩვენთანა?! ნუ უკვე ჩვენ არა ძალგვიძს შენახვა საკუთარისა მამულისა ჩვენისა?! ნუ უკვე ჩვენ არა გვაქვს სიმხნე და ძალი ესეოდენ, რაოდენიც ჩვენს მამათა ანუ სხვათა მსგავსთა კაცთა?! მაშ რაისთვის ვცოცხლობთ!”

სოლომონ დოდაშვილი
Read more

“მე მხოლოდ ახლა აღმოვაჩინე, რომ ბედნიერების ნამდვილი საიდუმლო ისაა, რომ იცხოვრო დღევანდელი დღით. ვაპირებ ვისიამოვნო ყველა წამით. ბევრი ადამიანი კი არ ცხოვრობს, გარბის, ცდილობს, რაც შეიძლება მალე მიაღწიოს მიზანს და სირბილისაგან ქანცგამოლეული ჰკარგავს ამქვეყნიური სიმშვენიერის შეგრძნების უნარს. მერე აღმოაჩენს, რომ დაბერდა და მოიქანცა. ამიტომაც აღარ აქვს მნიშვნელობა, მიაღწევს თუ არა მიზანს.”

ჯინ ვებსტერი
Read more

“რუსეთთან მშვიდობა ჩვენ არასოდეს გვექნება! თუ წინათ რუსეთის მიმართ ზიზღი გვქონდა, ახლა სიძულვილი გაჩნდა. ეს ძალზე სერიოზულია. თქვენ შეგიძლიათ ისე იცხოვროთ რუსებთან, როგორც გსურთ, თუ გინდათ, ხვევნა-კოცნა გამართეთ და ილაპარაკეთ, რომ ნატო - საშიშია, რუსეთი კი უსაფრთხო. მაგრამ წარსულში დაბრუნება არ მოხდება! მოთმინების და ზიზღის ორასი წელი დასრულდა!... მიუხედავად ყველა უმსგავსობისა, რაც თან მოჰყვა აღვირახსნილი რუსული ჯარის შემოსვლას, - გამოირკვა, რომ ისინი უბრალოდ მაროდიორები და მოძალადეები არიან.”

Otar Iosseliani
Read more

“ერთი მითხარი, ქართველ ხალხზე რას იტყვი, ივანე? განა ქრისტიანია იგი თავის სულითა და ხასიათით? - არა, წარმართები ვართ. - მაშ, ვინ გაავსო საქართველო ეკლესიებით და მონასტრებით? - თავად-აზნაურებმა, მთავრებმა და მეფეებმა. მართალია, ქრისტეს სჯულის დაცვას ქართველებმა მრავალი მილლიონი შესწირეს, მაგრამ, ჩემის ღრმა რწმენით, ქართველთა ქრისტიანობა მხოლოდ ფარი იყო ეროვნულ პირსახის დასაცავად და შესანარჩუნებლად. ჩვენ სემიტები ვართ, მაშასადამე, ჩვენ უფრო მუსლიმანური ან ებრაული მატერიალისტური რელიგია გვიდგება, ვიდრე არიული ქრისტიანობა. ამიტომ გასცვალა ქართველთა მესამედმა ისე ადვილად ქრისტიანობა მუსლიმანობაზე. გაიხსენე იეზუიტების მოგზაურობა დასავლეთ საქართველოში. იქ ქრისტიანობა ისე არ ჰხარობდა, როგორც ვაშლზე დამყნილი მუხა არ ჰხარობს. წარმართობის ატავიზმი ჩვენში ყოველთვის მძლავრად ჰფეთქავდა, და, აი, მაგალითიც. მთელმა სამეგრელომ ორ კვირაში ყველა ეკლესიები დაჰკეტა და არც დანარჩენმა საქართველომ გამოიდო ეკლესიისათვის თავი. - ხალხი მაინც ინათლება და ჯვარს იწერს. - მართალია, მაგრამ ეგ ქრისტიანული რწმენით კი არ მოსდით, არამედ ადათის, ჩვეულებისა და ტრადიციის შესანახად სჩადიან. გარდა ამისა, ქართველს ვერ ნახავ, რომ წარმართული სახელი არ ჰქონდეს: კუროკი, ტოგო, ჭიპი, ჯვებე, პუპი, ცანგალა, ჩიკორა, დრუნჩა, დრუზა, ყბაჩა და სხვა ათასი. ევროპიელებში ან რუსებში ამისთანა ამბავს თითქმის ვერ გაიგებ. ზოგს უკვირს, რატომ საქართველოში სექტანტობა არ იყოო? იმიტომ არ იყო, ჩემო თეიმურ, რომ ქართველი ხალხი ყოველთვის ურწმუნო იყო, ხოლო სადაც რწმენა არ არის, იქ ჭეშმარიტი ღმერთის ძიებაც არ არის, ხოლო სადაც ძიება არ არის, იქ სექტაც არ იქმნის.”

მიხეილ ჯავახიშვილი
Read more