“სნგ-ში შესვლა მისცემს უშიშროების საბჭოს ერთ-ერთ ვეტოს უფლების მქონე პირს, რუსეთის წარმომადგენელს, მისცემს საშუალებას მხარი დაუჭიროს უშიშროების საბჭოს ისეთ დადგენილებას, რომელიც ჩვენი სასარგებლო იქნება.... (ხმაური დარბაზში)[1.03.1994: СНГ -ში შესვლის თაობაზე კენჭისყრის წინ პარლამენტში გამომსვლელთა სტენოგრაფიული ჩანაწერები]”

ჭაბუა ამირეჯიბი

ჭაბუა ამირეჯიბი - “სნგ-ში შესვლა მისცემს უშიშროების...” 1

Similar quotes

“მე დღეს არ მეგულება არც ერთი ნორმალური სახელმწიფო თავისი ჭკუათმყოფელი პარლამენტით, რომ რომელიმე გაერთიანების წევრი არ იყოს. ვერაფერ ტრაგიზმს მე ვერა ვხედავ იმაში, რომ "სნგ"-ს გაერთიანებაში შევიდეთ. რაც შეეხება დადებით მხარეს ამ ნაბიჯისა, მე ბევრს ვხედავ და ბევრი იყო ნათქვამი და აღარ გავიმეორებ. მაგრამ მინდა გავამახვილო ყურადღება იმაზე, რაც აქ ითქვა უკვე. აი უარი ვთქვით ჩვენ და არ შევედით, არ მოვაწერეთ ხელი ამ ხელშეკრულებას, რა იქნება მერე? ამას დავუფიქრდეთ კარგად. (ყვირილი დარბაზში). რამდენიც არ უნდა იყვიროთ, მე ისეთი კაცი ვარ, რომ ჩემს სათქმელს მაინც ვიტყვი, იყვირეთ რამდენიც გინდათ. საერთოდ მე ვთვლი, რომ უკვე ყველაფერი ნათქვამია, ალბათ საჭიროა შევწყვიტოთ კამათი და ვუყაროთ კენჭი ამ საკითხს. გმადლობთ.[1.03.1994: СНГ -ში შესვლის თაობაზე კენჭისყრის წინ პარლამენტში გამომსვლელთა სტენოგრაფიული ჩანაწერები]”

ჭაბუა ამირეჯიბი
Read more

“ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის შესარიგებლად საჭიროა ერთ-ერთი: ან ქართველი ხალხი უნდა გარუსდეს, ან ხელისუფალი გაქართველდეს. ჯერჯერობით არც ერთია შესაძლებელი, არც – მეორე. მაშასადამე, ხრამი ისევ ხრამად რჩება.მიწა ჩემი სველია სისხლისა და ცრემლისგან; გული ჩემი სავსეა დარდისა და სევდისგან.”

მიხეილ ჯავახიშვილი
Read more

“საბჭოთა რეჟიმის დამყარებისას საქართველოში არ მოიძებნებოდა პარტიის არც ერთი წევრი, რომელიც საქმიანობის ორგანიზებას ან წარმართვას შეძლებდა. ეს დავალება უმეტესად საეჭვო და ზოგჯერ, კრიმინალურმა ელემენტებმა შეასრულეს.[მოსკოვში რუსეთის კომუნისტური პარტიისთვის, 1921 წლის 6 დეკემბერს გაგზავნილი ანგარიში]”

ფილიპე მახარაძე
Read more

“მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა,რა ვუთხრა ისეთ ამხანაგს,ვინც ვერ ახერხებს ქართულადწერას, კითხვას და ლაპარაკს.”

მუხრან მაჭავარიანი
Read more

“დამარცხებული და განადგურებული საქართველო დაემსგავსა ქეციანს, დაღრეჯილს, დაშინებულ და კბილებალესილ მგელს;ქართველებს გულში ჩირქი დაუგუბდათ და სულში ხანძარი მოედოთ;ორი მეგობარი: ბოლ. და მენ. 1920წ. შეხვდნენ ერთ ოჯახში. მენ-მა ის არ დააპატიმრა. მეგობარმა და ნათესაობამ დასძლიეს სახელმწიფო. 1924 წ. ბოლშევიკმა შეიტყუა მენშევიკი და დააპატიმრა.სახელმწიფო მანქანას ყალიბი არა აქვს. იგი ხალხს ამსხვრევს და ნაგლეჯებს აქეთ-იქით ჰყრის.საქართველო გაიტენა ქვრივებით, ობლებით, ცრემლით და ვაებით.”

მიხეილ ჯავახიშვილი
Read more