“ქვეყნის დაარსებითგან მამულსა ჩვენსა აქვნდა თავისი საკუთარი მდგომარეობა, აქვნდა თავისნი რჯულნი, თავისნი სარწმუნოება, თავისი ენა და თავისი ჩვეულება, ჰყვანდა ყოველსა დროსა საკუთარი თავისი ხელმწიფე და არასოდეს არ იყო მოკიდებული სხვასა ზედა და არცა მონა, ვითარცაა აქ არს მამული ესე ჩვენი. და ჩვენი ხმა, სახელი და მამაცობა წინაპართა ჩვენთა ყოველთვის ჰქუხდა და აღავსებდა მსოფლიოსა. მტერი მარადის მოწყლულ იყო და დამხობილ მათგან. ხოლო აწ ხედავთა დამხობასა და არარაობასა მამულისა ჩვენისასა? ჰგრძნობთა შეიწროებასა ყოვლისა კაცისასა?! რაისთვის არს ესე ესრეთ? ნუ უკვე ჩვენ არა ვართ შვილი მამა-პაპათა ჩვენთანა?! ნუ უკვე ჩვენ არა ძალგვიძს შენახვა საკუთარისა მამულისა ჩვენისა?! ნუ უკვე ჩვენ არა გვაქვს სიმხნე და ძალი ესეოდენ, რაოდენიც ჩვენს მამათა ანუ სხვათა მსგავსთა კაცთა?! მაშ რაისთვის ვცოცხლობთ!”

სოლომონ დოდაშვილი

სოლომონ დოდაშვილი - “ქვეყნის დაარსებითგან მამულსა ჩვენსა...” 1

Similar quotes

“თავდაპირველად ის არის, რომ გულთან არაფერი მიიკარო-ამბობდა კესტერი-რასაც მიიკარებ, მიიღებ, მის შენარჩუნებასაც ეცდები. შენარჩუნება კი არაფრისა არ ვარგა.""ღამე ცივილიზაციის წყლულების წინააღმდეგ მიმართული ბუნების პროტესტია!""ჩვენ ყველანი ილუზიებითა და ვალებით ვცხოვრობთ.-ილუზიები წარსულიდან და ვალები მომავლიდან,""ადამიანი ყოველთვის დიდია თავისი განზრახვებით და არა ნათი განხორციელებით. სწორედ ამით არის იგი მომხიბვლელი.""მუშაობა საშინელი სიშმაგეა. ჩვენ შრომას ვეძლევით იმ მარადიული ილუზიით,რომ შემდეგ ყველაფერი სხვაგვარად გოგვევლინება. არასოდეს არაფერი არ შეიცვლება და ყოველივე ის, როგორადაც ადამიანები თავის ცხოვრებას აწყობენ, ჭეშმარიტად სასაცილოა.""არარაობა ის სარკეა, რომელშიც ასახულია მთელი სამყარო.""სიბრალული ყველაზე უსარგებლო რამაა ამქვეყნად.-სიბრალული ნიშნის მოგების მეორე მხარეა.""...ყოველივე უაზრობაა და ჩვენც აზრის გამო არ ვცოცხლობთ ამქვეყნად.”

ერიხ მარია რემარკი
Read more

“წერილი ქალიშვილისადმი ანუ ჩვენი დროის ათი მცნება1. შენ ხარ მარადიული, განუყრელი და ერთგული წევრი და მსახური შენი მშობელი საქართველოსი.2. შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია, ხოლო მისი მეგობარი, შენი პირადი მეგობარი.3. ყველაფერი, რაც გაქვს და გექნება, შენი სიცოცხლეც კი, შენს მამულს ეკუთვნის. შენ ხარ მისი მუდმივი მოვალე და განუყრელი შვილი.4. მიეცი მას წრფელი გულით ყოველივე და ისიც მოგცემს ყოველივეს.5. მაინც მუდმივ მხოლოდ შენი თავის იმედი იქონიე. ისე იცხოვრე, ვითომ ამ ქვეყნად არც მოვალე გყოლია და არც მშველელი.6. განაგე თავი შენი და დაუმორჩილე გონებას შენი ჟინი, კერპი გული და ურჩი სურვილები.7. გზის გაკვლევა და გამარჯვება შეიძლება მხოლოდ შრომით და პატიოსნებით. ზარმაცობა, ცუღლუტობა, სიცრუე და სიყალბე ადამიანს ადრე თუ გვიან უეჭველად დაღუპავს.8. სანამ საკუთარ ფეხზე არ დამდგარხარ, მშობლებს ყველაფერი დაუჯერე. იმათ შენთვის მხოლოდ სიკეთე უნდათ. ჯერჯერობით საკუთარ ჭკუას, ჟინს და გულის ზრახვას ნუ აჰყვები.9. თავმოყვარეობა შეიძინე და თავის თავის ფასი ისწავლე, მაგრამ ნუ გადააჭარბებ. არ გაამაყდე.10. ბოლოს და ბოლოს, ყოველთვის სჯობს სამი რამ: პირველი – შრომა, მეორე – შრომა და მესამე – შრომა.ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე.შენი მოსიყვარულე მამა, მიხეილ ჯავახიშვილი”

მიხეილ ჯავახიშვილი
Read more

“თუმცა მაშინაც იყვნენ ადამიანები,რომელთათასთვისაც სამშობლო უპირველესი საზრუნავი გახლდათ და მერეც,მე-20 საუკუნეში,უკვე ხელმეორედ,ბოლშევიკური რუსეთის მიერ დაპყრობილ საქართველოში,მაინც ცოცხლობდნენ და კვდებოდნენ ადამიანები,რომელთაც წამდათ,რომ თავისუფლებას ალტერნატივა არ გააჩნია და საქართველო ადმინისტრაციული ან გეოგრაფიული ერთეული კი არა,დაპყრობილი სამშობლოა.მაშინაც,საბჭოთა საქართველოშიც,1924 წლის შემდეგ,როცა იარაღით ხელში აღარავინ იბრძოდა,მაინც არსებობდა ეროვნული მოძრაობა და ჩემთვის ეს მოძრაობა ფიროსმანიც იყო და ვაჟა-ფშაველაც,დავით კაკაბაძეც და პავლე ინგოროყვაც,ევგენი მიქელაძეც და ავთო ვარაზიც,გურამ რჩეულიშვილიც და მერაბ კოსტავაც-ადამიანები,რომლებსაც სძულდათ კომპრომისები და უყვარდათ სამშობლო,პატარა და ერთადერთი საქართველო,რომლისათვისაც მათი აზრით,წამებაც ღირდა და მსხვერპლიც.ჩვენ ვიცოდით,რომ ასეთი კაცი იყო მერაბ კოსტავა-ადამიანი,რომელიც შორეული ციმბირის ბანაკში იჯდა და არ ტყდებოდა....”

David Turashvili
Read more

“ამ ტერიტორიებს ჩვენ რუსეთი არ დაგვიბრუნებს. არ დაგვიბრუნებს, როგორც გითხარით იმისათვის, რომ ჩვენ [თავისუფლების სურვილის გამო] დასჯილი ვართ და ამ სასჯელმა უნდა გვასწავლოს ჭკუა ერთხელ და სამუდამოდ”

აკაკი ბაქრაძე
Read more

“ერთი მითხარი, ქართველ ხალხზე რას იტყვი, ივანე? განა ქრისტიანია იგი თავის სულითა და ხასიათით? - არა, წარმართები ვართ. - მაშ, ვინ გაავსო საქართველო ეკლესიებით და მონასტრებით? - თავად-აზნაურებმა, მთავრებმა და მეფეებმა. მართალია, ქრისტეს სჯულის დაცვას ქართველებმა მრავალი მილლიონი შესწირეს, მაგრამ, ჩემის ღრმა რწმენით, ქართველთა ქრისტიანობა მხოლოდ ფარი იყო ეროვნულ პირსახის დასაცავად და შესანარჩუნებლად. ჩვენ სემიტები ვართ, მაშასადამე, ჩვენ უფრო მუსლიმანური ან ებრაული მატერიალისტური რელიგია გვიდგება, ვიდრე არიული ქრისტიანობა. ამიტომ გასცვალა ქართველთა მესამედმა ისე ადვილად ქრისტიანობა მუსლიმანობაზე. გაიხსენე იეზუიტების მოგზაურობა დასავლეთ საქართველოში. იქ ქრისტიანობა ისე არ ჰხარობდა, როგორც ვაშლზე დამყნილი მუხა არ ჰხარობს. წარმართობის ატავიზმი ჩვენში ყოველთვის მძლავრად ჰფეთქავდა, და, აი, მაგალითიც. მთელმა სამეგრელომ ორ კვირაში ყველა ეკლესიები დაჰკეტა და არც დანარჩენმა საქართველომ გამოიდო ეკლესიისათვის თავი. - ხალხი მაინც ინათლება და ჯვარს იწერს. - მართალია, მაგრამ ეგ ქრისტიანული რწმენით კი არ მოსდით, არამედ ადათის, ჩვეულებისა და ტრადიციის შესანახად სჩადიან. გარდა ამისა, ქართველს ვერ ნახავ, რომ წარმართული სახელი არ ჰქონდეს: კუროკი, ტოგო, ჭიპი, ჯვებე, პუპი, ცანგალა, ჩიკორა, დრუნჩა, დრუზა, ყბაჩა და სხვა ათასი. ევროპიელებში ან რუსებში ამისთანა ამბავს თითქმის ვერ გაიგებ. ზოგს უკვირს, რატომ საქართველოში სექტანტობა არ იყოო? იმიტომ არ იყო, ჩემო თეიმურ, რომ ქართველი ხალხი ყოველთვის ურწმუნო იყო, ხოლო სადაც რწმენა არ არის, იქ ჭეშმარიტი ღმერთის ძიებაც არ არის, ხოლო სადაც ძიება არ არის, იქ სექტაც არ იქმნის.”

მიხეილ ჯავახიშვილი
Read more