“რამ შეგაშინა ეგრე რიგად ძმობილო, რას მაშინებ რომ მაშინებ? შენი არც მეშინია და არცა მჯერა! ეს სენი შავი ჭირივით გადამდებია, ისედაც მრავლად არიან საკუთარი აჩრდილით დაშინებულები, სხვებიც დაწერენ, გაიმეორებენ, აჰყვებიან ერთმანეთს, აგლოვდებიან და ცოცხალ ერს საქვეყნო პანაშვიდს აგვიგებენ.”

მიხეილ ჯავახიშვილი

Explore This Quote Further

Quote by მიხეილ ჯავახიშვილი: “რამ შეგაშინა ეგრე რიგად ძმობილო, რას მაშინებ რომ… - Image 1

Similar quotes

“წერილი ქალიშვილისადმი ანუ ჩვენი დროის ათი მცნება1. შენ ხარ მარადიული, განუყრელი და ერთგული წევრი და მსახური შენი მშობელი საქართველოსი.2. შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია, ხოლო მისი მეგობარი, შენი პირადი მეგობარი.3. ყველაფერი, რაც გაქვს და გექნება, შენი სიცოცხლეც კი, შენს მამულს ეკუთვნის. შენ ხარ მისი მუდმივი მოვალე და განუყრელი შვილი.4. მიეცი მას წრფელი გულით ყოველივე და ისიც მოგცემს ყოველივეს.5. მაინც მუდმივ მხოლოდ შენი თავის იმედი იქონიე. ისე იცხოვრე, ვითომ ამ ქვეყნად არც მოვალე გყოლია და არც მშველელი.6. განაგე თავი შენი და დაუმორჩილე გონებას შენი ჟინი, კერპი გული და ურჩი სურვილები.7. გზის გაკვლევა და გამარჯვება შეიძლება მხოლოდ შრომით და პატიოსნებით. ზარმაცობა, ცუღლუტობა, სიცრუე და სიყალბე ადამიანს ადრე თუ გვიან უეჭველად დაღუპავს.8. სანამ საკუთარ ფეხზე არ დამდგარხარ, მშობლებს ყველაფერი დაუჯერე. იმათ შენთვის მხოლოდ სიკეთე უნდათ. ჯერჯერობით საკუთარ ჭკუას, ჟინს და გულის ზრახვას ნუ აჰყვები.9. თავმოყვარეობა შეიძინე და თავის თავის ფასი ისწავლე, მაგრამ ნუ გადააჭარბებ. არ გაამაყდე.10. ბოლოს და ბოლოს, ყოველთვის სჯობს სამი რამ: პირველი – შრომა, მეორე – შრომა და მესამე – შრომა.ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე.შენი მოსიყვარულე მამა, მიხეილ ჯავახიშვილი”


“დღევანდელი ქართული მწერლობა, ხელოვნება და მეცნიერებაც, მეტად მცირე გამონაკლისის გარდა, მოსკოვის ნაბუშარია. საკუთარი ქართული სული იშვიათად მოსჩანს სადმე. მხოლოდ სრულ თავისუფლებას შეუძლიან ეს უცხო სისხლი მოგვაშოროს. მხოლოდ ქართულის ფოლადურ რომანტიკას შეუძლიან სავსებით განგვკურნოს, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ ჩვენს ირგვლივ და ჩვენს სულიერ-ფიზიკურ ცხოვრებაშიც ნამდვილი გამაჯანსაღებელი კატაკლიზმი მოხდეს - „ჩვენ კი - ჩვენ ჩვენ თავს არ ვეყუდნით“ და ამიტომ მოლოდინის მეტი აღარა დაგვრჩენიარა.”


“დღევანდელ ქართველ მწერალს რწმენა აკლია, და კრიზისის სათავეც სწორედ აქ არის. რასაც ამბობს, არა სჯერა და რაცა სჯერა, ვერა სწერს. როცა სატირალი აქვს, იცინის და სადაც ეცინება, სტირის. ამიტომ არის მისი პათოსი ყალბი და მჩატე. მოჰგლიჯეთ პირიდან ბოქლომი და ნახეთ: ისე ატირდება, რომ მისი ცოდვით ქვაც კი დადნება და ისეთ ლოცვას იტყვის, რომ ღვთისმშობელსაც კი გააცოცხლებს.”


“ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის შესარიგებლად საჭიროა ერთ-ერთი: ან ქართველი ხალხი უნდა გარუსდეს, ან ხელისუფალი გაქართველდეს. ჯერჯერობით არც ერთია შესაძლებელი, არც – მეორე. მაშასადამე, ხრამი ისევ ხრამად რჩება.მიწა ჩემი სველია სისხლისა და ცრემლისგან; გული ჩემი სავსეა დარდისა და სევდისგან.”


“ქართული ნაციონალიზმი ანუ პატრიოტიზმი მხოლოდ სიძულვილია უცხოელებისადმი, რომელთაც დაიპყრეს შენი სახლი, ჩვენი ცოლ-შვილი და ჩვენი ნაშრომი. რუსული ნაციონალიზმი კი აღვირაწყვეტილი სიხარბეა მხეცისა, რომელმაც ათი მეზობლიდან ცხრა შეჭამა და მეათესაც მოითხოვს.”


“დამდეგი წელიწადი უსათუოდ ნაყოფიერი უნდა გამოდგეს, განზრახული მაქვს სამი მოთხრობა დავწერო. გარდა ამისა, ვინაიდან მე ცხოვრების საკმაოდ ჭრელი გზა განვლე და უამრავი მასალა დამიგროვდა, განვიზრახე მკითხველსაც გავუზიარო იგი, ე.ი. ჩემი მოგონებები დავწერო სათაურით „დილიდან საღამომდის.“ ზოგი მეგობარი მეუბნება მემუარების წერა ადრეა, 70 წლისა რომ შესრულდები, მაგას მაშინ შეუდექიო. მე უკვე 56 წლისა შევსრულდი და ვგრძნობ, რომ უკვე მეხსიერება მღალატობს, ამიტომ დაგვიანება ჩემს მემუარებს უეჭველად დააზარალებს. ესეც რომ არ იყოს, არავინ მიდგება თავდებად, რომ 70 წლამდე გავძლებ და ამ საქმის შესრულებას შევძლებ, ამიტომ მეჩქარება, თორემ თვითონ მკითხველმაც ბედნიერად იცოცხლოს და იშრომოს, რამდენსაც ის ახალი წლის გამო თავის საყვარელ მწერლებს და მახლობელ ამხანაგ-მეგობრებს უსურვებს.”