“ლილი _ გოლფის მოედანი, თორემ...დევი _ რა, "თორემ"? შენ იცი, რომ მალე აქ გოლფის კლუბსაც კი გავხსნი?!ლილი _ არ ვიცი, გახსნი თუ არა, მაგრამ ეს მაგიდები ისევ ჯიუტად ელიან კლიენტებს... ჯი-უ-ტად!დევი _ ეს შესანიშნავი ადგილია! სამი ნომერი - პირველი, მეხუთე და მეშვიდე - მდინარის ხეობას გადაჰყურებს, ხუთი ნომერი კი - კავკასიონის მომხიბვლელ მწვერვალებს... ერთი ეს არის, რომ გარეთ ვერ მოვაწყობ გოლფის ნატურალურ მოედანს, რადგან უფსკრულმა დამაღალატა... ვერაგულად მიმტრო... რაღა აქ გაჩნდა, სხვა ადგილი ვეღარ მონახა?ლილი _ უფსკრულის სახელით ბოდიშს გიხდი, მაგრამ ის სხვაგან ვეღრ წავა. ამიტომ ისევ შენ უნდა მონახო სხვა ადგილი!კომიკური თრილერიდან "ცეკვა მკვდრებით" – http://www.lib.ge/body_text.php?855”

მიხო მოსულიშვილი

მიხო მოსულიშვილი - “ლილი _ გოლფის მოედანი, თორემ...დევი...” 1

Similar quotes

“შევარდნაძეს ისევე უნდა უმღეროდნენ, როგორც სტალინს და ბერიას უმღეროდნენ, მაგრამ ამას აშკარად ვერ ბედავს, რამეთუ ჯერჯერობით მოსკოვის ცკ არ ითხოვს ამას. ამიტომ ალეგორიულად უნდა ილაპარაკონ ამაზე. ისე, როგორც რ.ჩხეიძე აკეთებს თავის ფილმში. მაგრამ რ.ჩხეიძე იძულებულია ეს გააკეთოს, რადგან ეშინია, მისი შვილი თამრიკო არ დაიჭირონ, როგორც დისიდენტი. სტურუას რისი ეშინია, შინ კატაც კი კომუნისტი (ბოლშევიკი) ჰყავს! მაშასადამე, ლაქიობა მისი ბუნებაა.”

აკაკი ბაქრაძე
Read more

“ცხადი გახდა, რომ სტურუა დაქირავებული რეჟისორი შეიქნა. დაქირავებულთან კი მე არაფერი მესაქმებოდა. ... როცა ნიჭიერი თუ უნიჭო რეჟისორი თავის თავისუფლებას ცკ-ს დაქირავებაზე გაცვლის, იგი უკვე მკვდარია. მისგან ცოცხალი აღარაფერი გამოვა. ახლა სტურუა მხოლოდ იმ შეკვეთაზე უნდა ფიქრობდეს, რომელიც შევარდნაძისაგან მიიღო. ამგვარი წარმოდგენის დადგმა მას გაუჭიდება იმიტომაც, რომ იგი ცინიკოსია ბუნებით და პანეგირისტული წარმოდგენა ძნელად გამოუვა. ეს ობიექტურად. სუბიექტურად კი მას შევარდნაძე სთხოვს – დადგას წარმოდგენა, რომლის გმირი თავად შევარდნაძე იქნება. შევარდნაძეს ისევე უნდა უმღეროდნენ, როგორც სტალინს და ბერიას უმღეროდნენ, მაგრამ ამას აშკარად ვერ ბედავს, რამეთუ ჯერჯერობით მოსკოვის ცკ არ ითხოვს ამას. ამიტომ ალეგორიულად უნდა ილაპარაკონ ამაზე. ისე, როგორც რ.ჩხეიძე აკეთებს თავის ფილმში. მაგრამ რ.ჩხეიძე იძულებულია ეს გააკეთოს, რადგან ეშინია, მისი შვილი თამრიკო არ დაიჭირონ, როგორც დისიდენტი. სტურუას რისი ეშინია, შინ კატაც კი კომუნისტი (ბოლშევიკი) ჰყავს! მაშასადამე, ლაქიობა მისი ბუნებაა.”

აკაკი ბაქრაძე
Read more

“მთავარი ის კი არ არის ჩადენილის გამო ვწუხვართ თუ არა, არამედ ის თუ რა ვისწავლეთ მომხდარისგან და რას ვაპირებთ ახლა, როცა ვწუხვართ”

ჯონ მაქსველ კუტზეე
Read more

“რუსეთთან მშვიდობა ჩვენ არასოდეს გვექნება! თუ წინათ რუსეთის მიმართ ზიზღი გვქონდა, ახლა სიძულვილი გაჩნდა. ეს ძალზე სერიოზულია. თქვენ შეგიძლიათ ისე იცხოვროთ რუსებთან, როგორც გსურთ, თუ გინდათ, ხვევნა-კოცნა გამართეთ და ილაპარაკეთ, რომ ნატო - საშიშია, რუსეთი კი უსაფრთხო. მაგრამ წარსულში დაბრუნება არ მოხდება! მოთმინების და ზიზღის ორასი წელი დასრულდა!... მიუხედავად ყველა უმსგავსობისა, რაც თან მოჰყვა აღვირახსნილი რუსული ჯარის შემოსვლას, - გამოირკვა, რომ ისინი უბრალოდ მაროდიორები და მოძალადეები არიან.”

Otar Iosseliani
Read more

“დღევანდელ ქართველ მწერალს რწმენა აკლია, და კრიზისის სათავეც სწორედ აქ არის. რასაც ამბობს, არა სჯერა და რაცა სჯერა, ვერა სწერს. როცა სატირალი აქვს, იცინის და სადაც ეცინება, სტირის. ამიტომ არის მისი პათოსი ყალბი და მჩატე. მოჰგლიჯეთ პირიდან ბოქლომი და ნახეთ: ისე ატირდება, რომ მისი ცოდვით ქვაც კი დადნება და ისეთ ლოცვას იტყვის, რომ ღვთისმშობელსაც კი გააცოცხლებს.”

მიხეილ ჯავახიშვილი
Read more