“არა, ისინი თავიანთ თავს "ინტელიგენციას" ეძახიან. ეხლა თქვენ იფიქრეთ, თქვენ ივარაუდეთ რა აზრს შეიმუშავებს ამგვარი ინტელიგენცია თავის ქვეყნის შესახებ? რა გზას აირჩევს სავალად? იმათ ვერ მოვთხოვთ ვერაფერს პროგრამას მოქმედებისას, გარკვეულს შეთანხმებულს ჩვენის ცხოვრების საჭიროებასთან, ვერ მოვთხოვთ იმათ აგრეთვე აზრს, იდეას მართლა ჩვენი ქვეყნის სასარგებლოს და გამოსადგეს.”

ვაჟა-ფშაველა

ვაჟა-ფშაველა - “არა, ისინი თავიანთ თავს "ინტელიგენციას...” 1

Similar quotes

“მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა,რა ვუთხრა ისეთ ამხანაგს,ვინც ვერ ახერხებს ქართულადწერას, კითხვას და ლაპარაკს.”

მუხრან მაჭავარიანი
Read more

“ჩვენში აგიტატორებს ვერაფერი კაი თვალით უცქერიან, არც მადლიერნი კახელები არიან, ყველგან ერთი და იგივე სამდურავი ისმის აგიტატორებზე: სხვა და სხვას გვიქადაგებენ, ერთს წრეზე არ დაგვაყენეს, ერთნი ერთს ამბობენ, მეორენი მეორეს, აგვრივ-დაგვრიესო; შეგვიყვანეს აზღვავებულ მდინარეში და გაგვანებეს თავი, არც გაღმა გავყევართ, არც გამოღმაო. აი ეს გახლავთ ერის აზრი ახალს მოძრაობაზე, ახალს სოციალურ სწავლის და იმის მოძღვრების შესახებ.მართლაც და, რა გზას უნდა დაადგეს ის გლეხი, რომელსაც პირველად ესმის სიტყვა „ფედერაცია“, და ამასთან ერთად „გაპროლეტარების თეორია“, ვითარცა სამოთხის კარები, ე. ი. შესავალი სოციალიზმის სამეუფოში, – ჩამონაჭრების მოძღვრება და საერთო მიწის მფლობელობა. ერი ამას დაასკვნის: „ჯერ თქვენ, ნასწავლები, ვერ შეერთებულხართ, ერთმანეთში ვერ მორიგებულხართ, ჩვენ, უსწავლელებმა, როგორ ვიწამოთ თქვენი აზრები, თქვენი დარიგებაო? ერი თხოულობს ერთს გარკვეულს მოძღვრებას საეროს, საქვეყნოს, საზოგადოს, ისე გამორკვეულს, რომ არა გზით კრიტიკის ბრჭყალები არ ეკიდებოდეს, – ისეთ აზრს, რომელიც ერის უმრავლესობისათვის უნდა იყოს ხელსაყრელი.სტყუის ერი? პასუხს თქვენგან ველი.”

Vazha-Pshavela
Read more

“დიაღ, მაშინდელმა ინტელიგენციამ ვერ მოუარა თავის ერს, როგორც მისი სარგებლობა მოითხოვდა (ან კი როდის მოვუარეთ?), ვერ დააყენა საქმე ისე, როგორც გამოსადეგი იყო ჩვენთვის.ეხლა ვინ უნდა უშველოს ხალხს? ვინ უნდა გამოიყვანოს იგი ამ ეკლიან ბარდიდან? – რა თქმა უნდა, ჩვენმა თვალახილებულმა ინტელიგენციამ, რომელიც ამ მხრივ დღეს არაფერს აკეთებს და არც შემდეგისთვის ფიქრობს რამე გააკეთოს. ჩვენმა ინტელიგენციამ, თუ შეიძლება ამგვარ ჰეროსტრატებს ინტელიგენცია დაარქვას კაცმა, ნაცვლად იმისა, ერისთვის ეჩვენებინა სწორე გზა ცხოვრებისა. ესწავლებინა თავის თავის მოვლა-პატრონობა, ქართველ კაცს ააღებინა ხელი თავის პიროვნებაზე, თავის თავზე,მოუკლა ეროვნული გრძნობა, დაუხშო ენერგია, დაუკეტა გზა თვითცნობიერებისაკენ......ჩვენ კი ვუცდით გარედან მუჯლუგუნს, კისერში კისტებს. უცხო, გარეშე კაცის ატეხილს განგაშს: „ადე, ძმობილო, ადექი, გაიღვიძე, რა დაგმართნია, ჰხედავ რა ამბავია შენს თავსა, რამ დაგაჩლუნგა, რამ დაგაოჩნა“?! მანამდე კი უნდა გულზე ხელები დავიკრიფოთ, მივანდოთ ჩვენი თავი ბედსა და იღბალს…გიკვირთ? მე არ მიკვირს.”

ვაჟა-ფშაველა
Read more

“მთავარი ის კი არ არის ჩადენილის გამო ვწუხვართ თუ არა, არამედ ის თუ რა ვისწავლეთ მომხდარისგან და რას ვაპირებთ ახლა, როცა ვწუხვართ”

ჯონ მაქსველ კუტზეე
Read more

“ქვეყნის დაარსებითგან მამულსა ჩვენსა აქვნდა თავისი საკუთარი მდგომარეობა, აქვნდა თავისნი რჯულნი, თავისნი სარწმუნოება, თავისი ენა და თავისი ჩვეულება, ჰყვანდა ყოველსა დროსა საკუთარი თავისი ხელმწიფე და არასოდეს არ იყო მოკიდებული სხვასა ზედა და არცა მონა, ვითარცაა აქ არს მამული ესე ჩვენი. და ჩვენი ხმა, სახელი და მამაცობა წინაპართა ჩვენთა ყოველთვის ჰქუხდა და აღავსებდა მსოფლიოსა. მტერი მარადის მოწყლულ იყო და დამხობილ მათგან. ხოლო აწ ხედავთა დამხობასა და არარაობასა მამულისა ჩვენისასა? ჰგრძნობთა შეიწროებასა ყოვლისა კაცისასა?! რაისთვის არს ესე ესრეთ? ნუ უკვე ჩვენ არა ვართ შვილი მამა-პაპათა ჩვენთანა?! ნუ უკვე ჩვენ არა ძალგვიძს შენახვა საკუთარისა მამულისა ჩვენისა?! ნუ უკვე ჩვენ არა გვაქვს სიმხნე და ძალი ესეოდენ, რაოდენიც ჩვენს მამათა ანუ სხვათა მსგავსთა კაცთა?! მაშ რაისთვის ვცოცხლობთ!”

სოლომონ დოდაშვილი
Read more