“მე მოვდიოდი დასაბამიდან და ჩემი სული ყვავილივით მომქონდა შენთვის.”
“ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის შესარიგებლად საჭიროა ერთ-ერთი: ან ქართველი ხალხი უნდა გარუსდეს, ან ხელისუფალი გაქართველდეს. ჯერჯერობით არც ერთია შესაძლებელი, არც – მეორე. მაშასადამე, ხრამი ისევ ხრამად რჩება.მიწა ჩემი სველია სისხლისა და ცრემლისგან; გული ჩემი სავსეა დარდისა და სევდისგან.”
“დამდეგი წელიწადი უსათუოდ ნაყოფიერი უნდა გამოდგეს, განზრახული მაქვს სამი მოთხრობა დავწერო. გარდა ამისა, ვინაიდან მე ცხოვრების საკმაოდ ჭრელი გზა განვლე და უამრავი მასალა დამიგროვდა, განვიზრახე მკითხველსაც გავუზიარო იგი, ე.ი. ჩემი მოგონებები დავწერო სათაურით „დილიდან საღამომდის.“ ზოგი მეგობარი მეუბნება მემუარების წერა ადრეა, 70 წლისა რომ შესრულდები, მაგას მაშინ შეუდექიო. მე უკვე 56 წლისა შევსრულდი და ვგრძნობ, რომ უკვე მეხსიერება მღალატობს, ამიტომ დაგვიანება ჩემს მემუარებს უეჭველად დააზარალებს. ესეც რომ არ იყოს, არავინ მიდგება თავდებად, რომ 70 წლამდე გავძლებ და ამ საქმის შესრულებას შევძლებ, ამიტომ მეჩქარება, თორემ თვითონ მკითხველმაც ბედნიერად იცოცხლოს და იშრომოს, რამდენსაც ის ახალი წლის გამო თავის საყვარელ მწერლებს და მახლობელ ამხანაგ-მეგობრებს უსურვებს.”
“მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა,რა ვუთხრა ისეთ ამხანაგს,ვინც ვერ ახერხებს ქართულადწერას, კითხვას და ლაპარაკს.”
“მე დღეს არ მეგულება არც ერთი ნორმალური სახელმწიფო თავისი ჭკუათმყოფელი პარლამენტით, რომ რომელიმე გაერთიანების წევრი არ იყოს. ვერაფერ ტრაგიზმს მე ვერა ვხედავ იმაში, რომ "სნგ"-ს გაერთიანებაში შევიდეთ. რაც შეეხება დადებით მხარეს ამ ნაბიჯისა, მე ბევრს ვხედავ და ბევრი იყო ნათქვამი და აღარ გავიმეორებ. მაგრამ მინდა გავამახვილო ყურადღება იმაზე, რაც აქ ითქვა უკვე. აი უარი ვთქვით ჩვენ და არ შევედით, არ მოვაწერეთ ხელი ამ ხელშეკრულებას, რა იქნება მერე? ამას დავუფიქრდეთ კარგად. (ყვირილი დარბაზში). რამდენიც არ უნდა იყვიროთ, მე ისეთი კაცი ვარ, რომ ჩემს სათქმელს მაინც ვიტყვი, იყვირეთ რამდენიც გინდათ. საერთოდ მე ვთვლი, რომ უკვე ყველაფერი ნათქვამია, ალბათ საჭიროა შევწყვიტოთ კამათი და ვუყაროთ კენჭი ამ საკითხს. გმადლობთ.[1.03.1994: СНГ -ში შესვლის თაობაზე კენჭისყრის წინ პარლამენტში გამომსვლელთა სტენოგრაფიული ჩანაწერები]”
“-ბედნიერი კაცი ყოფილხართ!-რატომ?-რატომ და წინ ისეთი ბედნიერება გელით,მე კი ეს ბედნიერება უკვე განვლილი მაქვს.ეეჰ...-რა ბედნიერება?-პირველად წაკითხვის.”