“ადამიანის უძვირფასესი საუნჯე მისი ვინაობაა.”
“სიცოცხლე იმად არა ღირს, მისი გულისთვის შიშს მონად გაუხდე.”
“სტურუას რისი ეშინია, შინ კატაც კი კომუნისტი (ბოლშევიკი) ჰყავს! მაშასადამე, ლაქიობა მისი ბუნებაა”
“ყველაზე დიდი ტყუილი შეიძლება აღმოჩნდეს ზუსტად სიმართლე, ნათქვამი ისეთ სიტუაციაში, როცა მისი დაჯერება შეუძლებელია.”
“დღევანდელ ქართველ მწერალს რწმენა აკლია, და კრიზისის სათავეც სწორედ აქ არის. რასაც ამბობს, არა სჯერა და რაცა სჯერა, ვერა სწერს. როცა სატირალი აქვს, იცინის და სადაც ეცინება, სტირის. ამიტომ არის მისი პათოსი ყალბი და მჩატე. მოჰგლიჯეთ პირიდან ბოქლომი და ნახეთ: ისე ატირდება, რომ მისი ცოდვით ქვაც კი დადნება და ისეთ ლოცვას იტყვის, რომ ღვთისმშობელსაც კი გააცოცხლებს.”
“შევარდნაძეს ისევე უნდა უმღეროდნენ, როგორც სტალინს და ბერიას უმღეროდნენ, მაგრამ ამას აშკარად ვერ ბედავს, რამეთუ ჯერჯერობით მოსკოვის ცკ არ ითხოვს ამას. ამიტომ ალეგორიულად უნდა ილაპარაკონ ამაზე. ისე, როგორც რ.ჩხეიძე აკეთებს თავის ფილმში. მაგრამ რ.ჩხეიძე იძულებულია ეს გააკეთოს, რადგან ეშინია, მისი შვილი თამრიკო არ დაიჭირონ, როგორც დისიდენტი. სტურუას რისი ეშინია, შინ კატაც კი კომუნისტი (ბოლშევიკი) ჰყავს! მაშასადამე, ლაქიობა მისი ბუნებაა.”