“სიცოცხლე იმად არა ღირს, მისი გულისთვის შიშს მონად გაუხდე.”

ჯემალ ქარჩხაძე/Jemal Qarckhadze

Explore This Quote Further

Quote by ჯემალ ქარჩხაძე/Jemal Qarckhadze: “სიცოცხლე იმად არა ღირს, მისი გულისთვის შიშს მონა… - Image 1

Similar quotes

“ძველი ბელადი ნელა მიაბიჯებდა. უკან არ იხედებოდა. ბოლოს მოიხედავსო, თავის სხეულში ამბობდა იგი. ჯერ არავინ ასულა დიდი დაძინების ქარაფზე ისე, რომ უკან არ მოეხედა. იდგნენ თავით ფეხებამდე სველები და უყურებდნენ. ძველი ბელადი მიდიოდა, ხოლო უკან, ატალახებულ მიწაზე, მისი ღრმა კვალი რჩებოდა. ჩაზნექილი, ამოზნექილი, ისევ ჩაზნექილი და ბოლოში თითების ანაბეჭდი, ერთმანეთზე მიტყუპებული და ერთმანეთისაგან მაინც გამოყოფილი. ფეხს რომ ასწევდა, სანამ ხელახლა დადგამდა, ნაფეხურში წყალი დგებოდა. ზურგზე, ბეჭებშუა, წვიმის წვეთები ერთად იყრიდნენ თავს და ნაკადულივით მოედინებოდნენ ქვემოთ. თმიდანაც წვეთები ჩამოსდიოდა. ქარაფის წვერს რომ მიაღწია, იგიმ თავის სხეულში თქვა, ახლა სეჩერდება და მოიხედავსო. ამის თქმა ძლივს მოასწრო, რომ ძველმა ბელადმა ნაბიჯი გადადგა ქარაფის წვერიდან და გაქრა. არც მოუხედავს, არც დაუყვირია.”


“ბელადი ყველაზე მეტად იყო მოხრილი. ხელები ლამის მიწაზე დასთრევდა. იგის უცებ სახეზე ალმურის სუნი აუვიდა და მუცელში ცხელმა გემომ დაუარა. იგი ისეთი არ იყო, როგორიც იყვნენ სხვები! გამართული იდგა. შუბლი შორეული მთის წვერისთვის მიეშვირა. ცხელი გემო კიდევ უფრო სწრაფად დატრიალდა მუცელში. ტანზე ცივმა შიშმა გადაურბინა და ბალანი აუჯაგრა. და მარტოობის შემაშფოთებელი სუნი ეცა. “კიდევ კარგი, არავის შეუმჩნევია გამართული იგი, - უხმოდ თქვა იგიმ თავის სხეულში. – იგი ახლავე მოიხრება და ისეთი გახდება, როგორიც არიან სხვები. მაშინ მას მარტოობა აღარ ეტკინება და აღარც ცივი შიში აუჯაგრავს ბალანს”. იგი შეჩერდა, წინ მიმავალ თანამოძმეებს დააკვირდა. ყველანი მშვენივრად იყვნენ მოხრილები. “იგიც მათ უნდა დაემსგავსოს, რაკი მათი თანამოძმეა”, - თავის სხეულში თქვა იგიმ. მაგრამ ოდნავ მოიხარა თუ არა, ზურგში ავი ნადირივით ჩააფრინდა ტკივილი. იგიმ შეჰყვირა და გაიმართა. ყვირილზე კაცებმა მოიხედეს. მოტრიალებით არ მოტრიალებულან; შედგნენ და მარტო თავები მოაბრუნეს. იგის ბევრი სახე უყურებდა. მერე ბელადმა ხმადაბლა დაიღრინა და გზა განაგრძო. დანარჩენებიც მიჰყვნენ.”


“ჩვენი მიწა-წყალი მცირეა და გამუდმებული დარაჯობა სჭირდება. პატარა ქვეყანა დიდი სატკივარია. ჩვენი ქვეყანა კი იმდენად პატარაა ხელები რომ გაშალო თავ-ბოლოს მიწვდები. ასეთ ქვეყანას სხეულივით უნდა გრძნობდე და როცა შენს მიწაზე უცხო მოძალადე დადის ისე უნდა გტკიოდეს თითქოს შენს სხეულს თელავდეს.”


“- ღმერთი მიტო გვწამს, რო თვალით არ გვინახავს და არ ვიცით, რა არის, თვარა, ახლა რო მაცხოვარი გამოგვეცხადოს - იდიდოს მისი სახელი - და გამოგველაპარაკოს, გიჟია-თქვა ვიტყვით და ქე შევაქცევთ ზურგს.”


“დღევანდელ ქართველ მწერალს რწმენა აკლია, და კრიზისის სათავეც სწორედ აქ არის. რასაც ამბობს, არა სჯერა და რაცა სჯერა, ვერა სწერს. როცა სატირალი აქვს, იცინის და სადაც ეცინება, სტირის. ამიტომ არის მისი პათოსი ყალბი და მჩატე. მოჰგლიჯეთ პირიდან ბოქლომი და ნახეთ: ისე ატირდება, რომ მისი ცოდვით ქვაც კი დადნება და ისეთ ლოცვას იტყვის, რომ ღვთისმშობელსაც კი გააცოცხლებს.”


“ადამიანის უძვირფასესი საუნჯე მისი ვინაობაა.”