“დრო არასოდეს არ მოდის, იგი მიდის და ვინც მას არ გაჰყვება, დაიღუპება.”
“გაქვს დრო მუშაობისთვის,და გაქვს დრო სიყვარულისთვის.სხვა რამისთვის დრო უბრალოდ არ გრჩება.”
“ბედნიერია ვინც, სასარგებლოსა და სასიამოვნოს შორის 'ზღვარის" დადებას მოახერხებს.სასარგებლოს - პატივისცემა, დახმარება, სასიამოვნოს -სიყვარული, თაყვანისცემა.რათ მინდა პატივისცემა, თვით ცაც რათ მინდა, თუ სიყვარული თან არ დაჰყვება.”
“ყველა ერი თავის ცეცხლს უკეთებს და თავის კერძს ჩასცქერის და სხვისთვის ხეირი იმდენად უნდა, რამდენადაც თავად გამოადგება იგი. მხოლოდ ერთ ნაწილს ქართველებისას არ სწამს, რომ ეს ასეა. რუსეთისაგან ისინი მოელიან წყალობას. აბა საიდან სადა? ნუთუ რუსეთი არ არის საშიში მეზობელი ჩვენთვის? ნუ ჰგონიათ,რომ ბატონობის მისწრაფება და სურვილი დამონებულ მცირე ერებისა შეუმცირდება რუსეთს? არა და ცხრაჯერ არა... აპეკუნობა, რაც უნდა კარგი აპექუნი იყოს იგი, აჩლუნგებს ერის ძალღონეს, თვითცნობიერებას”
“თავდაპირველად ის არის, რომ გულთან არაფერი მიიკარო-ამბობდა კესტერი-რასაც მიიკარებ, მიიღებ, მის შენარჩუნებასაც ეცდები. შენარჩუნება კი არაფრისა არ ვარგა.""ღამე ცივილიზაციის წყლულების წინააღმდეგ მიმართული ბუნების პროტესტია!""ჩვენ ყველანი ილუზიებითა და ვალებით ვცხოვრობთ.-ილუზიები წარსულიდან და ვალები მომავლიდან,""ადამიანი ყოველთვის დიდია თავისი განზრახვებით და არა ნათი განხორციელებით. სწორედ ამით არის იგი მომხიბვლელი.""მუშაობა საშინელი სიშმაგეა. ჩვენ შრომას ვეძლევით იმ მარადიული ილუზიით,რომ შემდეგ ყველაფერი სხვაგვარად გოგვევლინება. არასოდეს არაფერი არ შეიცვლება და ყოველივე ის, როგორადაც ადამიანები თავის ცხოვრებას აწყობენ, ჭეშმარიტად სასაცილოა.""არარაობა ის სარკეა, რომელშიც ასახულია მთელი სამყარო.""სიბრალული ყველაზე უსარგებლო რამაა ამქვეყნად.-სიბრალული ნიშნის მოგების მეორე მხარეა.""...ყოველივე უაზრობაა და ჩვენც აზრის გამო არ ვცოცხლობთ ამქვეყნად.”
“ბელადი ყველაზე მეტად იყო მოხრილი. ხელები ლამის მიწაზე დასთრევდა. იგის უცებ სახეზე ალმურის სუნი აუვიდა და მუცელში ცხელმა გემომ დაუარა. იგი ისეთი არ იყო, როგორიც იყვნენ სხვები! გამართული იდგა. შუბლი შორეული მთის წვერისთვის მიეშვირა. ცხელი გემო კიდევ უფრო სწრაფად დატრიალდა მუცელში. ტანზე ცივმა შიშმა გადაურბინა და ბალანი აუჯაგრა. და მარტოობის შემაშფოთებელი სუნი ეცა. “კიდევ კარგი, არავის შეუმჩნევია გამართული იგი, - უხმოდ თქვა იგიმ თავის სხეულში. – იგი ახლავე მოიხრება და ისეთი გახდება, როგორიც არიან სხვები. მაშინ მას მარტოობა აღარ ეტკინება და აღარც ცივი შიში აუჯაგრავს ბალანს”. იგი შეჩერდა, წინ მიმავალ თანამოძმეებს დააკვირდა. ყველანი მშვენივრად იყვნენ მოხრილები. “იგიც მათ უნდა დაემსგავსოს, რაკი მათი თანამოძმეა”, - თავის სხეულში თქვა იგიმ. მაგრამ ოდნავ მოიხარა თუ არა, ზურგში ავი ნადირივით ჩააფრინდა ტკივილი. იგიმ შეჰყვირა და გაიმართა. ყვირილზე კაცებმა მოიხედეს. მოტრიალებით არ მოტრიალებულან; შედგნენ და მარტო თავები მოაბრუნეს. იგის ბევრი სახე უყურებდა. მერე ბელადმა ხმადაბლა დაიღრინა და გზა განაგრძო. დანარჩენებიც მიჰყვნენ.”