“ამის მადლი და სილამაზე არ დაგვიწყებოდეთ. ქვეყნის სიყვარულს საყველპუროდ და საარშიყოდ ნუ გაიხდით, სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ, სამშობლო ტაძარია სალოცავი. მუხლზე დაჩოქილი უნდა იდგე მის საკურთხეველთან, ცალი ხელით პირჯვარს უნდა იწერდე, მეორეთი კი ხმალს იქნევდე, ეშმაკები რომ არ დაეპატრონონ... და კიდევ ერთი, შესაწირავის მიტანა ვერავინ უნდა მოგასწროს ამ ტაძართან.”

Nodar Dumbadze

Nodar Dumbadze - “ამის მადლი და სილამაზე არ...” 1

Similar quotes

“ამ ტერიტორიებს ჩვენ რუსეთი არ დაგვიბრუნებს. არ დაგვიბრუნებს, როგორც გითხარით იმისათვის, რომ ჩვენ [თავისუფლების სურვილის გამო] დასჯილი ვართ და ამ სასჯელმა უნდა გვასწავლოს ჭკუა ერთხელ და სამუდამოდ”

აკაკი ბაქრაძე
Read more

“ყველა ერი თავის ცეცხლს უკეთებს და თავის კერძს ჩასცქერის და სხვისთვის ხეირი იმდენად უნდა, რამდენადაც თავად გამოადგება იგი. მხოლოდ ერთ ნაწილს ქართველებისას არ სწამს, რომ ეს ასეა. რუსეთისაგან ისინი მოელიან წყალობას. აბა საიდან სადა? ნუთუ რუსეთი არ არის საშიში მეზობელი ჩვენთვის? ნუ ჰგონიათ,რომ ბატონობის მისწრაფება და სურვილი დამონებულ მცირე ერებისა შეუმცირდება რუსეთს? არა და ცხრაჯერ არა... აპეკუნობა, რაც უნდა კარგი აპექუნი იყოს იგი, აჩლუნგებს ერის ძალღონეს, თვითცნობიერებას”

ვაჟა-ფშაველა
Read more

“მე დღეს არ მეგულება არც ერთი ნორმალური სახელმწიფო თავისი ჭკუათმყოფელი პარლამენტით, რომ რომელიმე გაერთიანების წევრი არ იყოს. ვერაფერ ტრაგიზმს მე ვერა ვხედავ იმაში, რომ "სნგ"-ს გაერთიანებაში შევიდეთ. რაც შეეხება დადებით მხარეს ამ ნაბიჯისა, მე ბევრს ვხედავ და ბევრი იყო ნათქვამი და აღარ გავიმეორებ. მაგრამ მინდა გავამახვილო ყურადღება იმაზე, რაც აქ ითქვა უკვე. აი უარი ვთქვით ჩვენ და არ შევედით, არ მოვაწერეთ ხელი ამ ხელშეკრულებას, რა იქნება მერე? ამას დავუფიქრდეთ კარგად. (ყვირილი დარბაზში). რამდენიც არ უნდა იყვიროთ, მე ისეთი კაცი ვარ, რომ ჩემს სათქმელს მაინც ვიტყვი, იყვირეთ რამდენიც გინდათ. საერთოდ მე ვთვლი, რომ უკვე ყველაფერი ნათქვამია, ალბათ საჭიროა შევწყვიტოთ კამათი და ვუყაროთ კენჭი ამ საკითხს. გმადლობთ.[1.03.1994: СНГ -ში შესვლის თაობაზე კენჭისყრის წინ პარლამენტში გამომსვლელთა სტენოგრაფიული ჩანაწერები]”

ჭაბუა ამირეჯიბი
Read more

“თუმცა მაშინაც იყვნენ ადამიანები,რომელთათასთვისაც სამშობლო უპირველესი საზრუნავი გახლდათ და მერეც,მე-20 საუკუნეში,უკვე ხელმეორედ,ბოლშევიკური რუსეთის მიერ დაპყრობილ საქართველოში,მაინც ცოცხლობდნენ და კვდებოდნენ ადამიანები,რომელთაც წამდათ,რომ თავისუფლებას ალტერნატივა არ გააჩნია და საქართველო ადმინისტრაციული ან გეოგრაფიული ერთეული კი არა,დაპყრობილი სამშობლოა.მაშინაც,საბჭოთა საქართველოშიც,1924 წლის შემდეგ,როცა იარაღით ხელში აღარავინ იბრძოდა,მაინც არსებობდა ეროვნული მოძრაობა და ჩემთვის ეს მოძრაობა ფიროსმანიც იყო და ვაჟა-ფშაველაც,დავით კაკაბაძეც და პავლე ინგოროყვაც,ევგენი მიქელაძეც და ავთო ვარაზიც,გურამ რჩეულიშვილიც და მერაბ კოსტავაც-ადამიანები,რომლებსაც სძულდათ კომპრომისები და უყვარდათ სამშობლო,პატარა და ერთადერთი საქართველო,რომლისათვისაც მათი აზრით,წამებაც ღირდა და მსხვერპლიც.ჩვენ ვიცოდით,რომ ასეთი კაცი იყო მერაბ კოსტავა-ადამიანი,რომელიც შორეული ციმბირის ბანაკში იჯდა და არ ტყდებოდა....”

David Turashvili
Read more

“მეგობარი" რუსეთი ტარას ბულბასავით ეუბნება საქართველოს: მე გაგაერთიანე და მევე დაგანაკუწებ. ქართული პოლიტიკოსების დიდი ნაწილი კი ალერსიანად შესციცინებს თვალებში რუსეთს და ყმური ერთგულებით უდასტურებს _ მართალი ბრძანდებითო. ადამიანი ან უზომოდ ემინი უნდა იყოს ან უნუგეშოდ აბუეტი, რომ დაიჯეროს რუსეთს საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა ეოცნებებაო. რუსეთი იყო საქართველოს მტერი და ასეთად დარჩება მანამ, სანამ საბოლოოდ არ ირწმუნებს, რომ მისი დიდი იმპერია ერთხელ და სამუდამოდ დაიშალა. როცა ამას დაიჯერებს, მერე აირჩევს კეთილმეზობლურ ურთიერთობას, მანამდე კი არა. მანამდე ისევ ძველებურ იმპერიულ პოლიტიკას გააგრძელებს.”

აკაკი ბაქრაძე
Read more