“ერთი წამით სიკვდილის ლანდი ჩამოემხო ბერიკაცს,ეს სიკვდილი არც ბოროტებას უქადდა,არც რაღაც ისეთს,ადრე თავზარს რომ სცემდა ხოლმე.არყოფნის შეგრძნება ამ სათლში არეკლილ ნათელ ცასავით ჩუმი,სასურველი და უშფოთველი იყო,.ო,რა ნეტარი ლტოლვით ეწადა განდგომა ამ მშფოთვარე ყოფნის ცოდვებს,სატანჯველს და სიკვდილის ჩრდილქვეშ მინებებოდა ძილს,იმ უსიზმრო ძილს,მხოლოდ უცოდველ ბავშვებს რომ ეწვევათ ხოლმე.ცხოვრებამ ქანცი გაულია.უფრო სწორად,ამ მრავალ ათწლეულში მოყოლებულმა ხელოვნებით ტანჯვამ დაუწრიტა უკანასკნელი ძალა და ღონე..”

Ryunoske Akutagawa

Ryunoske Akutagawa - “ერთი წამით სიკვდილის ლანდი...” 1

Similar quotes

“მე დღეს არ მეგულება არც ერთი ნორმალური სახელმწიფო თავისი ჭკუათმყოფელი პარლამენტით, რომ რომელიმე გაერთიანების წევრი არ იყოს. ვერაფერ ტრაგიზმს მე ვერა ვხედავ იმაში, რომ "სნგ"-ს გაერთიანებაში შევიდეთ. რაც შეეხება დადებით მხარეს ამ ნაბიჯისა, მე ბევრს ვხედავ და ბევრი იყო ნათქვამი და აღარ გავიმეორებ. მაგრამ მინდა გავამახვილო ყურადღება იმაზე, რაც აქ ითქვა უკვე. აი უარი ვთქვით ჩვენ და არ შევედით, არ მოვაწერეთ ხელი ამ ხელშეკრულებას, რა იქნება მერე? ამას დავუფიქრდეთ კარგად. (ყვირილი დარბაზში). რამდენიც არ უნდა იყვიროთ, მე ისეთი კაცი ვარ, რომ ჩემს სათქმელს მაინც ვიტყვი, იყვირეთ რამდენიც გინდათ. საერთოდ მე ვთვლი, რომ უკვე ყველაფერი ნათქვამია, ალბათ საჭიროა შევწყვიტოთ კამათი და ვუყაროთ კენჭი ამ საკითხს. გმადლობთ.[1.03.1994: СНГ -ში შესვლის თაობაზე კენჭისყრის წინ პარლამენტში გამომსვლელთა სტენოგრაფიული ჩანაწერები]”

ჭაბუა ამირეჯიბი
Read more

“ამ ტერიტორიებს ჩვენ რუსეთი არ დაგვიბრუნებს. არ დაგვიბრუნებს, როგორც გითხარით იმისათვის, რომ ჩვენ [თავისუფლების სურვილის გამო] დასჯილი ვართ და ამ სასჯელმა უნდა გვასწავლოს ჭკუა ერთხელ და სამუდამოდ”

აკაკი ბაქრაძე
Read more

“ამის მადლი და სილამაზე არ დაგვიწყებოდეთ. ქვეყნის სიყვარულს საყველპუროდ და საარშიყოდ ნუ გაიხდით, სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ, სამშობლო ტაძარია სალოცავი. მუხლზე დაჩოქილი უნდა იდგე მის საკურთხეველთან, ცალი ხელით პირჯვარს უნდა იწერდე, მეორეთი კი ხმალს იქნევდე, ეშმაკები რომ არ დაეპატრონონ... და კიდევ ერთი, შესაწირავის მიტანა ვერავინ უნდა მოგასწროს ამ ტაძართან.”

Nodar Dumbadze
Read more

“რა იქნება? ამას ვერავინ გამოიცნობს. მაგრამ ისინი, ვისაც გულწრფელად სურს სიკეთე ხალხისათვის, – დარწმუნებულნი ვართ – ჩვენთან ერთად გაიმეორებენ: ღმერთმა ქნას, რომ იმ გადატრიალებას, რომელსაც იწვევს მთავრობათა იდიოტური შეუგნებლობა და გონების სიჩლუნგე, მოუმზადებელი არ დახვდეს ახალგაზრდობა და ღმერთმა ქნას, რომ მოესწროს ახალგაზრდობის ძალთა გამაგრება და მისი დავაჟკაცება ამ აუცილებელი კატასტროფის დროისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში მას, ეხლანდელი მოწინავე კაცების მოუმზადებლობის წყალობით და მასების მისწრაფებათა გაურკვევლობის გამო, მოჰყვება ისეთი რეაქცია, რომელზეც მარტო ფიქრიც კი შესაზარია.”

ნიკო ნიკოლაძე
Read more

“ჭეშმარიტი სიყვარული ტანჯვაა, განუწყვეტელი მსხვერპლშეწირვაა და ეს განუწყვეტელი მსხვერპლშეწირვა და ტანჯვა არაფრით არ ნაზღაურდება. უფრო სწორად, ყველაზე დიდი საზღაური ის არის, ამგვარი ტანჯვის განცდისა და ამგვარი მსხვერპლის გაღების უფლება რომ მოგეცა.”

ოთარ ჭილაძე
Read more