“ლოცვა ავთანდილისაილოცავს, იტყვის: "მაღალო ღმერთო ხმელთა და ცათაო,ზოგჯერ მომცემო პატიჟთა, ზოგჯერ კეთილთა მზათაო,უცნაურო და უთქმელო, უფალო უფლებათაო,მომეც დათმობა სურვილთა, მფლობელო გულის-თქმათაო!ღმერთო, ღმერთო, გეაჯები, რომელი ჰფლობ ქვენათ ზესა,შენ დაჰბადე მიჯნურობა, შენ აწესებ მისსა წესსა,მე სოფელმან მომაშორვა უკეთესსა ჩემსა მზესა,ნუ ამოჰფხვრი სიყვარულსა, მისგან ჩემთვის დანათესსა!ღმერთო, ღმერთო მოწყალეო, არვინ მივის შენგან კიდე,შენგან ვითხოვ შეწევნასა, რაზომსაცა გზასა ვვლიდე:მტერთა ძლევა, ზღვათა ღელვა, ღამით მავნე გამარიდე!თუღა დავრჩე, გმსახურებდე, შენდა მსხვერპლსა შევსწირვიდე" .რა ილოცა, ცხენსა შეჯდა, მალვით კარნი გაიარნა,შერმადინცა დააბრუნვა, თუცა ვამნი ადიადნა;მონა ტირს და მკერდსა იცემს, საბრალომან ცრემლნი ღვარნა;პატრონისა ვერა-მჭვრეტმან ყმამან რადმცა გაიხარნა!”

Shota Rustaveli

Explore This Quote Further

Quote by Shota Rustaveli: “ლოცვა ავთანდილისაილოცავს, იტყვის: "მაღალო ღმერთო… - Image 1

Similar quotes

“That which we give makes us richer, that which is hoarded is lost”


“Death finds his way unimpeded, be the path narrow or rocky”


“Know that a rose without thorns has never been plucked”


“Woe to the man who trusts and puts faith in the smiles of a woman”


“წერილი ქალიშვილისადმი ანუ ჩვენი დროის ათი მცნება1. შენ ხარ მარადიული, განუყრელი და ერთგული წევრი და მსახური შენი მშობელი საქართველოსი.2. შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია, ხოლო მისი მეგობარი, შენი პირადი მეგობარი.3. ყველაფერი, რაც გაქვს და გექნება, შენი სიცოცხლეც კი, შენს მამულს ეკუთვნის. შენ ხარ მისი მუდმივი მოვალე და განუყრელი შვილი.4. მიეცი მას წრფელი გულით ყოველივე და ისიც მოგცემს ყოველივეს.5. მაინც მუდმივ მხოლოდ შენი თავის იმედი იქონიე. ისე იცხოვრე, ვითომ ამ ქვეყნად არც მოვალე გყოლია და არც მშველელი.6. განაგე თავი შენი და დაუმორჩილე გონებას შენი ჟინი, კერპი გული და ურჩი სურვილები.7. გზის გაკვლევა და გამარჯვება შეიძლება მხოლოდ შრომით და პატიოსნებით. ზარმაცობა, ცუღლუტობა, სიცრუე და სიყალბე ადამიანს ადრე თუ გვიან უეჭველად დაღუპავს.8. სანამ საკუთარ ფეხზე არ დამდგარხარ, მშობლებს ყველაფერი დაუჯერე. იმათ შენთვის მხოლოდ სიკეთე უნდათ. ჯერჯერობით საკუთარ ჭკუას, ჟინს და გულის ზრახვას ნუ აჰყვები.9. თავმოყვარეობა შეიძინე და თავის თავის ფასი ისწავლე, მაგრამ ნუ გადააჭარბებ. არ გაამაყდე.10. ბოლოს და ბოლოს, ყოველთვის სჯობს სამი რამ: პირველი – შრომა, მეორე – შრომა და მესამე – შრომა.ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე.შენი მოსიყვარულე მამა, მიხეილ ჯავახიშვილი”


“მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა,რა ვუთხრა ისეთ ამხანაგს,ვინც ვერ ახერხებს ქართულადწერას, კითხვას და ლაპარაკს.”